ბაბინმა
განსაზღვრა ბაღის ფართობი, მოაწყო სანერგე და ორანჟერეა.დაგეგმა ბაღი ფრანგული სიმეტრიული
სტილით. გააფორმა ცალკეული ნაკვეთები, ყვავილნარები, გაზონები ჩამოაყალიბა ხელოვნური,
ბუნებრივთან ჩინებულად შეხამებული პეიზაჟები.
ბოტანიკურ ბაღში გაჩნდა იტალიური და ფრანგული წარმოშობის მაგნოლია, ტულპანი,
ბეგნონია, მიმოზა, კორპის ხე, კვიპაროსი, კრიპტომერია, ლაგუსტრემია, ტუია, პავლონია,
ქრისტეს გვირგვინი, ცრუ აკაცია. დავიტის გარდაცვალებასა და სმეგრელოში აშილ მიურატის
გადმოსახლების შემდეგ ხდება ეგზოტიკური მცენარეების შემოტანა.