ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სამეგრელოს  ყოფილ მთავართა – დადიანთა სასახლესთან გაშენებული დეკორატიული ბაღის გაგრძელებას, ამიტომ მისი ისტორია დაკავშირებულია თვით სასახლის ისტორიასთან.  ის წარმოიშვა 18 საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს უძველესი უდაბური ტყის გაგრძელებას, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი კოლხიდა.
          1842 წელს ლევან V–მ ტახტი დავითს გადასცა, რომელიც შეუდგა ბაღებისა და არხების განახლებას. მან საფუძველი ჩაუყარა ევროპული სტილის დეკორატიულ ბაღს. მისი მართვა–გამგეობა კი მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძეს გადასცა.ეკატერინემაც გამოიყენა უნარი და მაღალი კულტურული, ესთეტიკური გემოვნება და შექმნა ამიერ კავკასიაში საუკეთესო ბაღი.გამოიწერა თესლეული და ნერგები ლუი ფილიპეს და ვერსალის ბაღებიდან და გააშენა ზუგდიდში. მშენებლობის ხელმძღვანელად მოწვეული იყო ქალაქ ტრესტიდან სპეციალისტი ჟოზეფ ბაბინი. ბაღი დაიხვეწა და გაიწმინდა უხეირო, ველური ჯიშებისგან და დაირგო ახალი, ადგილობრივი და უცხო ჯიშები. იქ სადაც ახლა ნიკო დადიანის სასახლე დგას, მდგარა კაკლის უზარმაზარი ხე, რომლის დიამეტრი 1 მეტრს აღემატებოდა.