ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სამეგრელოს  ყოფილ მთავართა – დადიანთა სასახლესთან გაშენებული დეკორატიული ბაღის გაგრძელებას, ამიტომ მისი ისტორია დაკავშირებულია თვით სასახლის ისტორიასთან.  ის წარმოიშვა 18 საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს უძველესი უდაბური ტყის გაგრძელებას, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი კოლხიდა.
          1842 წელს ლევან V–მ ტახტი დავითს გადასცა, რომელიც შეუდგა ბაღებისა და არხების განახლებას. მან საფუძველი ჩაუყარა ევროპული სტილის დეკორატიულ ბაღს. მისი მართვა–გამგეობა კი მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძეს გადასცა.ეკატერინემაც გამოიყენა უნარი და მაღალი კულტურული, ესთეტიკური გემოვნება და შექმნა ამიერ კავკასიაში საუკეთესო ბაღი.გამოიწერა თესლეული და ნერგები ლუი ფილიპეს და ვერსალის ბაღებიდან და გააშენა ზუგდიდში. მშენებლობის ხელმძღვანელად მოწვეული იყო ქალაქ ტრესტიდან სპეციალისტი ჟოზეფ ბაბინი. ბაღი დაიხვეწა და გაიწმინდა უხეირო, ველური ჯიშებისგან და დაირგო ახალი, ადგილობრივი და უცხო ჯიშები. იქ სადაც ახლა ნიკო დადიანის სასახლე დგას, მდგარა კაკლის უზარმაზარი ხე, რომლის დიამეტრი 1 მეტრს აღემატებოდა.

         ბაბინმა განსაზღვრა ბაღის ფართობი, მოაწყო სანერგე და ორანჟერეა.დაგეგმა ბაღი ფრანგული სიმეტრიული სტილით. გააფორმა ცალკეული ნაკვეთები, ყვავილნარები, გაზონები ჩამოაყალიბა ხელოვნური, ბუნებრივთან ჩინებულად შეხამებული პეიზაჟები.

             ბოტანიკურ ბაღში გაჩნდა იტალიური და ფრანგული წარმოშობის მაგნოლია, ტულპანი, ბეგნონია, მიმოზა, კორპის ხე, კვიპაროსი, კრიპტომერია, ლაგუსტრემია, ტუია, პავლონია, ქრისტეს გვირგვინი, ცრუ აკაცია. დავიტის გარდაცვალებასა და სმეგრელოში აშილ მიურატის გადმოსახლების შემდეგ ხდება ეგზოტიკური მცენარეების შემოტანა.
 



          ბაღში გაკეთდა აუზი,რომელსაც მდინარე ჩხოუშიიდან გამოყვანილი წყალი ასაზრდოებდა. ამ ადგილის ხშირი სტუმრები იყვნენ მთავრის ოჯახის წევრები.აუზის სამხრეთ მხარეს აგებული ყოფილა საყავე.ბაღის ერთ ნაწილში ყოფილა მესრებით შემოზღუდული ტერიტორია, სადაც 30 ირემი ყოფილა დამწყვდეული.

 


          ბაღის ყურეში ყოფილა სტამბოლიდან ჩამოტანილი ალაყაფის კარები, რომელიც დღესაც ამშვენებს ბაღის შესასვლელს.

                  დავითის გარდაცვალების შემდეგ 1853 წლიდან ბაღს ეკატერინე ჰპატრონობდა და კიდევ უფრო აუყვავებია იგი, მაგრამ 1856 წელს ომერ–ფაშამ გადაწვა სასახლე და ბაღი გაჩეხა. მან მთლიანად გადაწვა ბაღის ორანჟერეა. ბაღი მიწასთან გაასწორა. გახმა და გადაშენდა  მრავალი ეგზემპლიარი.
ეკატერინემ ხელი მაინც არ ჩაიქნია ხელი და 1869 წელს ქალაქ ფარეზიდან (იტალია) მებაღე–დეკორატორი, გაეტანო ზამბერლეტი მოიწვია. მალე მისი ძმაც ჯიოვანიც  ჩამოდის ეკატერინეს მოწვევით. მათ კვლავ აღადგინეს ბაღი. შემოიტანეს ძვირფასი თესლები და ნერგები. გააფართოვეს მისი სივრცე და ხეივნები ამავე დროს შემოუტანიათ ჭადრები, რომლებიც ბაღის მთელ სიგრძე–სიგანეზე, 1182 მეტრიან ხეივანს ქმნის. არის რცხილების 187 მეტრიანი ხეივანიც.                                                 

ზუგდიდის პარკები განუმეორებელი სილამაზითა და თავისებურებითაა გამორჩეული . უკანასკნელ წლებში ჩატარდა ხეივნებისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები.